გივი თარგამაძე: ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა, და წარმოვადგინე სუს-ში

ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა, და წარმოვადგინე სუს-ში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მისი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და დასასაბუთებელი არაფერი აქვს.

„არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მით უმეტეს, კიდევ დამატებით სუს-ის მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი ფიგურა – მოსამართლე ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ამათ დაველაპარაკო. რაც შეეხება სათქმელს, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, არ ვიცი, მომისმენენ თუ არა. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგალითად ის, რომ მიხედონ საქმეს.

ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არაფერი მაქვს, მათ აქვთ დასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აქ კითხავენ ჩემნაირად ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად, ახლა წავიდნენ, ის სამასივე ადამიანი გააკონტროლონ, რადგან ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული და არ იციან ამათ, რა აქვთ მიღებული, აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა. ეს არის საფრთხე ზუსტად, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს, ჯგრიალებს ამ ქვეყანაში, ზუსტად ამ პირობებში, ეს არის საფრთხე… ტროტუარზე დგომაზე აქვთ კანონი, მაგრამ ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ და შეიძლება, მერე ჰქონდეთ… წახალისება არის, როდესაც უსაფრთხოების სამსახური არ უშლის ამას ხელს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები