ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სპეცტექნიკა მუშაობს შემდეგ სოფლებში: ტურცხი, ლომატურცხი, მოდეგამი, კოჩიო, ალათუმანი, ღადოლარი, ოლავერდი,ბურნაშეთი, აზავრეთი, ვარევანი, გოკიო, ბეჟანო და ალასტანი.
საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა სოფლებშიც.
პარალელურ რეჟიმში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.
ელ.ენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს შეუფერხებლად მიეწოდება.
მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში მუდმივად კონტაქტზე არიან და მოსახლეობას მუდმივად ინფორმაციას აწვდიან.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.