Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშის შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარი იგება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სურმუშში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

გზაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ბეტონის საფარი, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედლები, ეზოებთან მისასვლელები.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველმა მოადგილემ-ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 464 228 ლარია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები