Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორად პემ ბონდი წარადგინა მას შემდეგ, რაც მეთ გეიცმა თავისი კანდიდატურა მოხსნა განხილვიდან

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორად ვეტერანი პროკურორი პემ ბონდი წარადგინა მას შემდეგ, რაც უწინ დასახელებულმა მეთ გეიცმა თავისი კანდიდატურა მოხსნა განხილვიდან.

ბონდის დიდი გამოცდილება აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში და მანამდე ფლორიდის გენერალური პროკურორი იყო. ტრამპის ხანგრძლივი მოკავშირე, ბონდი მისი იურიდიული გუნდის ნაწილი იყო სენატში პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის პროცესის დროს და ასევე საჯაროდ მხარი დაუჭირა მას, სასამართლოში გამოცხადებით ნიუ-იორკში მისი ფულის გათეთრების საქმეზე წარმოებული სასამართლო პროცესის დროს.

„პემი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო პროკურორი და ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის“, – თქვა ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც თავისი არჩევანის შესახებ გამოაცხადა.

თუ სენატი დაამტკიცებს ტრამპის არჩევანს, რისი მაღალი მოლოდინიც არსებობს, ბონდი გახდება ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იუსტიციის დეპარტამენტის 115 000-ზე მეტ თანამშრომელზე და დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის ბიუჯეტზე.

ბონდის წარდგენაზე ინფორმაცია მეთ გეიცის მიერ გენერალურ პროკურორობაზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ გავრცელდა.

41 წლის მეთ გეიცმა განაცხადა, რომ მისი პოტენციური ნომინაციის შესახებ დაპირისპირება „ყურადღებისუსამართლოდ გადატანა იყო“ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მუშაობისთვის.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა  რამდენიმე დღიანი დებატები გამოექვეყნებინათ თუ არა მის მიმართ სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების ბრალდებების შესახებ კონგრესის მოხსენება, რომელიც გამოძიების დასკვნებს მოიცავდა და რასაც თავად გეიცი კატეგორიულად უარყოფდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები