Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აპირებს, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართოს. აღნიშნულის შესახებ გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, მიმართავს თუ არა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა გახარიას ასევე მიმართა: „რამდენად სწორად გავიგე თქვენი პოზიცია, მანდატს არ დაჭრით თუ არ გაიუქმებთ?“ – რაზეც გახარიამ განაცხადა: „კოლექტიურად არ დავწვავთ, თან ისეთებთან, ზოგიერთებთან“.

კითხვაზე, „პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ აპირებთ?“ – გახარიამ განაცხადა:

„არ ვაპირებთ, დღეს, დღევანდელ გარემოში არ ვაპირებთ. დავუშვათ, ხვალ საოცრება მოხდა და ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მეგობრებო, ვნიშნავ ახალ არჩევნებს, გპირდებით, კონსენსუსურად ავირჩიოთ ეს, ეს, ეს. ფაქტობრივად, კაპიტულაციაა. როგორ ფიქრობთ, ქართველმა ამომრჩეველმა და ხალხმა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, ეს გამარჯვება არ უნდა იზეიმოს? საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც გამოდის არა თავისი პერსონალური, პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან, არასოდეს შეიზღუდავს მანევრის სივრცეს პოლიტიკაში. კითხვის ნიშნები მიჩნდება მაშინვე, როდესაც ვხედავ, რომ პოლიტიკოსები სივრცეს ივიწროებენ, რადგან შეუძლებელია, პოლიტიკოსს არ უნდოდეს, პოლიტიკაში არ გინდოდეს მოქმედების სივრცის მაქსიმალურად გაფართოება. როგორც კი თვითონ ივიწროებ ამ სივრცეს, ვერ ვხვდები, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას? მით უმეტეს, რომ რაღაც რიტუალურ ცეკვებს ცეკვავ, რომელსაც, იცი, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, შემდეგ ცდილობ, რაღაც წნეხის ორგანიზებას. ეს ყველაფერი სასაცილოა“.

გადაცემის წამყვანმა გახარიას მიმართა, მასზე ხომ არ ხდება წნეხის ორგანიზება, რაზეც გახარიამ აღნიშნა:

„ჩემზე წნეხი ვინ უნდა მოახდინოს? ათი თუ თხუთმეტი ბოტი, ტროლი ჰყავთ, რაღაცებს აწერინებენ და შემდეგ თავიანთ მედიებში ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ. ამ ქვეყანაში დღეს არავის აქვს პოლიტიკაში რესურსი, ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. შეხედეთ, ფინანსურად ჩვენ როგორ ჩავატარეთ კამპანია. ამასთან ერთად, შეხედეთ, სხვებმა როგორ ჩაატარეს და ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოახდინონ ჩვენზე წნეხი. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ფასეულობები და სახელმწიფოს ინტერესი. დამთავრებულია. გავიგე, რომ რთული იქნება, არ იქნება მარტივი. ვერ ვხვდები, რა ინტერესით უნდა შევიზღუდო სივრცე, რადგან ვიღაც იდიოტს მოუნდა, რაღაც მოდელში, ფორმაში მოგვაქციოს? ვერასდროს მოგვაქცევს, არც არის სწორი. ხშირად მითქვამს, არ შეიძლება, ზოგჯერ მოიქცე ისე, რომ სასარგებლო იდიოტი გახდე „ოცნებისთვის“. ჩვენ ხომ არ გვამოძრავებს მიზანი, პარლამენტში შევიდეთ, გვამოძრავებს მიზანი, არჩევნებს შევუნარჩუნოთ აზრი, რომ მომავალ არჩევნებზე ადამიანები უბრალოდ მივიდნენ არჩევნებზე და როგორმე გავაცოცხლოთ ევროპული მომავალი, რომელზეც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ „ოცნებამ“ მოკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მე სხვა მიზანი არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები