Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

მიხეილ სააკაშვილი: ყვარელში მაქვს 2 ჰექტარი ვენახი, რომლის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული, კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება

„ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს 2 ჰექტრამდე ვენახი. მას ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა, იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.

26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები