Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისს 7 პროცენტით უსწრებს ჯორჯიაში

GUARDIANGE – 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული Quinnipiac-ის გამოკითხვის თანახმად, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი თავის მეტოქეს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, კამალა ჰარისს 7 პროცენტული მაჩვენებლით უსწრებს ჯორჯიაში, საკვანძო შტატში, იტყობინება ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“.

გამოკითხვამ, რომელიც 10-14 ოქტომბერს ჩატარდა, აჩვენა, რომ ტრამპს ჯორჯიაში სავარაუდო ამომრჩეველთაგან მხარს 52 პროცენტი უჭერს, ჰარისს კი, 45 პროცენტი. სხვა გადაუწყვეტელ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ამჯერად ჰარისი ლიდერობს. მას სავარაუდო ამომრჩეველთა 49%-ის მხარდაჭერა აქვს, ტრამპსკი 47%.  არადა, ოქტომბრის დასაწყისში Quinnipiac-ის მიერვე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჰარისი ჩრდილოეთ კაროლინაში 2%-ით ჩამორჩებოდა ტრამპს და მას 47% უჭერდა მხარს, ტრამპს 49%, ჯორჯიაში კი, ორივე კანდიდატის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა დიდწილად უცვლელი დარჩა.

Quinnipiac-ის გამოკითხვა 10-14 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც გამოიკითხა 1 328 სავარაუდო ამომრჩეველი ჯორჯიაში და 1 031 სავარაუდო ამომრჩეველი ჩრდილოეთ კაროლინაში. ცდომილების ზღვარია პლუს-მინუს 2,7 პროცენტი ჯორჯიაში და პლუს-მინუს 3,1 პროცენტი ჩრდილოეთ კაროლინაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები