Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

გზაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების, ჭიშკრებთან და ჩიხებში მისასვლელ გზის, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოები.მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი.

მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ონისე ჩაკვეტაძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

პროექტის ღირებულება 818 887 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტი გარდამავალია და 2025 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები