ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბული- კარტიკამის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 5 კმ-მდე რკინა-ბეტონის გზა დაიგო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 165 024 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები შპს “ჯავახავტოგზამ” შეასრულა.