ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ახალქალაქში, მიქაელ სარგისიანის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები გამწვანებას, საბავშვო ატრაქციონის დამონტაჟებას, ტრენაჟორების, სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპისთვის შესრულებული და მინდინარე სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს არა მოვსესიანსა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არტურ დავთიანთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 308 888 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.