ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მინისტადიონების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, ახალი, მრავალფუნქციური მინისტადიონი სოფელ კულიკამში მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 34 548 ლარი შეადგინა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.