ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სოფელ ალასტანში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მჭედლიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ალასტანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ექნება.
პროექტის თანახმად, რეაბილიტაცია სკოლის პირველ, მეორე და მესამე სართულს ჩაუტარდა. სამუშაოები ითვალისწინებს როგორც შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე ეზოს კეთილმოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის მოწყობაც.
პროექტს საქართველოს საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტო ESIDA ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში არსებულ 5 სკოლას უტარდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.