შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად მერისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივად მოსოიანმა ახალგაზრდებს მათი მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან, ჩვენს ხედვასთან, სამომავლო გეგმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანივარად მოსოიანმა.
შეხვედრა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.