ნინოწმინდის მერიაში მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლების ბიუჯეტის სტანდარტებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს.
დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი ანდრანიკ ხაჩატრიანი, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დირექტორები და ბუღალტრები, 2025-2028 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სტანდარტებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების კომისიის წევრები.