ქალაქ ნინოწმინდაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა

საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქ ნინოწმინდაში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატში მონაწილეობა  45-მდე ადგილობრივმა მიიღო.

ღონისძიების ჩატარების მიზანი ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის განვითარება და მათი ჩართვაა ექსტემალურ სპორტში.

საუკეთესო ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენის შედეგად გამარჯვებულ გუნდებს ფედერაციისაგან საჩუქრად თასები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ფინალში გასული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

სპორტულ ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები