Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფოკა-ვლადიმიროვკას დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფოკა-ვლადიმიროვკას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1,3 კმ-იანი მონაკვეთი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკა-ვლადიმიროვკის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

„აღნიშნული გზის მოწესრიგება ამ ორი სოფლის მოსახლეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა საბედნიეროდ ამ ორი სოფლის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში თავისუფლად შეძლებათ ამ გზაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება“, – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

ფოკა-ვლადიმიროვკას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავახ ავტოგზა“ ასრულებს.

პროექტის ღირებულება  1 253 780 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები