Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აბულის ადმინისტრაციულ ერთეულში რკინა-ბეტონის გზა იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად აბულის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ჯამში, რკინა-ბეტონის საფარი გზის 2244 -მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 298 300 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს კომპანია შპს “იბერი” ასრულებს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები