GUARDIANGE – რუსეთის მიერ მთელი უკრაინის მასშტაბით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.
„ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს“ – უკრაინის უდიდესი პედიატრიული დაწესებულების – ამსახველ ფოტოებზე ჩანს საავადმყოფოს სერიოზული დაზიანება და ევაკუაციის დროს გარეთ მყოფი ბავშვები. BBC-ის ცნობით, იქ ორი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა.
საავადმყოფოს ექიმმა BBC-ის განუცხადა, რომ რაკეტის დარტყმის მომენტი იყო „ფილმის მსგავსი – დიდი განათებით, შემდეგ საშინელი ხმით“.
კიევის გარდა დარტყმები განხორციელდა ქალაქ კრივოი როგზე, სლავიანსკსა და კრამატორსკზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პოლონეთში იმყოფება, სადაც უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა „განზრახ განხორციელდა“ და პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო და ამტკიცებს, რომ დარტყმები სამხედრო ობიექტებზე იყო მიმართული.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ