საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება.
ამასთან, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.