ქალაქ ნინოწმინდაში ჭაბუკთა შორის აშოტ ხნკოიანის სახელობის რიგით მე-18 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქალაქების – ერევნის, გიუმრის, ვანაძორის, ტაშირის, ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმის, სამტრედიის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის 190-მა მოჭიდავემ.
სპორტსმენები პირველობისათვის 17 წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გასულიყვნენ ფართო ასპარეზზე“, -განაცხადა ლევონ ვარდანიანმა.
შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ნინოწმინდის სასპორტო სკოლამ კი ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეს სპეციალური პრიზი გადასცა.