საქართველოს საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით:
500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს
600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს
700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს
800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს
დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.
“როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.