Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საპასუხოდ.

„ამ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი. მას შეეძლო დღესვე დაესრულებინა ეს, თუ მოინდომებდა. ჩვენ მოვუწოდებთ მას გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია“, – განაცხადა ოსტინმა.

პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინას ორი პირობა წაუყენა. თავის მიმართვაში მან თქვა, რომ უკრაინის „მომავალი არსებობა“ დამოკიდებულია ჯარების გაყვანაზე, ნეიტრალურ სტატუსზე და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

„კიევის სამხედრო მდგომარეობა გაუარესდება, თუ ის უარს იტყვის შეთავაზებაზე“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა შვეიცარიაში უკრაინის სამიტის დაწყებისა და ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინ.

ნატოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, უკრაინა ერთ დღეს შეუერთდება ალიანს, მაგრამ არა მაშინ, როცა ქვეყანაში ომია.

„უკრაინის მომავალი ნატოშია“, – განაცხადეს ნატოს ლიდერებმა 2023 წელს ვილნიუსში გამართულ სამიტზე.

ზოგიერთ მოკავშირეს სურს, რომ ეს გზავნილი სამიტზე უფრო მკვეთრი და ძლიერი გახდეს და გამოცხადდეს, რომ უკრაინის გზა წევრობისკენ არის „შეუქცევადი”.

ოსტინმა გვერდი აუარა ამ საკითხს და მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოს გაფართოება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.

„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს ალიანსის 32 წევრი მიიღებს რაღაც მომენტში. მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.

ოსტინის თქმით, ის ეჭვობს, რომ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი ექნებათ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს ფოკუსირება მოახდინოს ახალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის სრულ ინტეგრირებაზე.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ალიანსის წევრებს, ალბათ, სურთ სიტუაციის სტაბილიზაცია და მოწესრიგება“, – აღნიშნა ოსტინმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები