ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლასურიაშის, ორბელის, ჩხუტელის, აღვის, სპათაგორის, ღვირიშის ადმინისტრაციული ერთეულების უმეტეს სოფელში სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხილის ბაღები, ნათესები, ნარგავები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა სასოფლო გზები.
სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.
სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით, შეისწავლის და აღწერს მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს.