Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.

„საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები