ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მინისტადიონების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ახალი, მრავალფუნქციური მინისტადიონი სოფელ კიროვაკანში მოეწყო.
მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძემ,შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებული სამუშაო ადგილზე დაათვალიერა.
პროექტის ღირებულებამ 62 301 ლარი შეადგინა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.