Sunday, November 24, 2024
9.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის შვება იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ.

„სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას და მის განვითარებას წაადგება.

„რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა? ევროპულ ან ამერიკულ კომპანიასაც რომ გაემარჯვა, ჩინელების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ჩინეთს 800 მილიარდამდე ღირებულების სავაჭრო ბრუნვა აქვს ევროპასთან. ტვირთების გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს და ჩვენი ქვეყნის პორტები გამოიყენონ, წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩინური კომპანიის მონაწილეობა. ანაკლიის პორტი, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები