ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი დაამტკიცეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი , საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო ორი საკითხი:

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ პატარა ხანჩალში, 1-ლი ქუჩა #36-ში მდებარე უძრავი ქონების, 285 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 65.14.39. 638 ) გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები