Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, სხვა ძალა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს, ზუსტად ამას ეხება გამჭვირვალობის კანონი

პარლამენტის წევრის ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და მათი მანდატით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ქართველი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამას ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ანრი ოხანაშვილმა წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი, რომელიც თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით, მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები