ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჩამძვრალას ადმინისტრაციულ ერთეულში, სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 017 000 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.