ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა კულტურის მინისტრს, მაია ბითაძეს ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში უმასპინძლა.
მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ვანის მუზეუმის დირექტორმა, ომარ გაბუნიამ გააცნეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და მუზეუმის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე. საუბარი შეეხო თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული მომზადების მნიშვნელობას.
მინისტრთან ერთად ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

