ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო დამსწრე აუდიტორიას, ისაუბრა ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

