2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვარს დაიწყება

მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.

11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.

15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის – დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 10:30 საათზე. ამავე დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდებზე რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 13:30 საათზე.

გამოცდების დეტალური განრიგი

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (მის.: დიღმის მასივი, III კვარტალი);

ქუთაისი – ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა (მის.: არაყიშვილის ქ. №15);

ბათუმი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა (მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. №47).

საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბერს დასრულდა. გამოცდისთვის სულ 3264 მასწავლებელი დარეგისტრირდა.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გთავაზობთ 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდების დეტალურ განრიგს:

11 იანვარი – პირველი სესია

ფიზიკა (VII-XII)

გეოგრაფია (VII-XII)

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)

მათემატიკა (I-VI)

ბუნებისმეტყველება (I-VI)

12 იანვარი – პირველი სესია

ქიმია (VII-XII)

ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) (წერითი ნაწილი)

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)

სამოქალაქო განათლება (VII-XII)

აზერბაიჯანული ენა

სპორტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

13 იანვარი – პირველი სესია

მათემატიკა (VII-XII)

14 იანვარი – პირველი სესია

ისტორია (VII-XII)

მუსიკა

ბიოლოგია (VII-XII)

ინგლისური ენა (I-XII) (წერითი ნაწილი)

გერმანული ენა (I-XII) (წერითი ნაწილი)

ფრანგული ენა (I-XII) (წერითი ნაწილი)

რუსული ენა (I-XII) (წერითი ნაწილი)

კომპიუტერული ტექნოლოგიები (წერითი ნაწილი)

15 იანვარი – პირველი სესია

ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

რუსული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

გერმანული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

ინგლისური ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

ფრანგული ენის (I-XII) პედაგოგთა საუბრის ნაწილი

15 იანვარი – მეორე სესია

კომპიუტერული ტექნოლოგიები (პრაქტიკული ნაწილი)

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები