ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა კუმურდოსა და კიროვაკანის მოსახლეობასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში განაგრძობს მჭიდრო კომუნიკაციას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები სოფლებს — კუმურდოსა და კიროვაკანს ეწვივნენ.

შეხვედრა-ანგარიშის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს სოფლის ცენტრში ახლად მოწყობილი სკვერი და შეაჯამეს შესრულებული სამუშაოები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:

მოეწყო ღია და დახურული ფანჩატურები;

შეიქმნა ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო სივრცე;

დაიგო საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა;

გამწვანდა გაზონები და სკვერი სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

პროექტის ღირებულება: 284 500 ლარი (დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან).

ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ასევე იმყოფებოდა სოფელ კიროვაკანში, სადაც ბეტონის გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები