ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ზაკვში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი მოიცავს როგორც სოფლამდე მისასვლელი, ასევე შიდა სასოფლო გზის სრულ რეაბილიტაციასა და მოასფალტებას.
გზის 2, 700 კმ. მონაკვეთი სოფელ ზაკვსა და სოფელ ბუღაშენს შორის არსებულ საავტომობილო გზას ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც მოსახლეობისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის კომფორტული გადაადგილებისთვის.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 669 580 ლარია.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

