ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და საჩუქრად საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები