ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიამ „თეგეტა მოტორსისგან“ BMC ტიპის ავტობუსების შეძენისას, 56,330,000 ევროდან დაახლოებით 15,820,000 ევრო გადაიხადა ზედმეტად

„პროკურატურის მტკიცებით მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი 144,367,365 ლარიდან 41,105,298 ლარი უკანანოდ მიითვისეს (მოიპარეს). ეს საერთო თანხის – 28.2 %-ია. დაკვეთი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა”.

თბილისის მერიამ „თეგეტა მოტორსისგან“ BMC ტიპის ავტობუსების შეძენისას, 56,330,000 ევროდან დაახლოებით 15,820,000 ევრო გადაიხადა ზედმეტად (ჩემი დათვლით). ეს საერთო თანხის 28.1 % -ია. აქაც დამკვეთი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა“.

თქვენი აზრით საერთო თანხის 28% დამთხვევაა თუ „სტავკა“?!

და თუ დამთხვევა არაა და რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ობიექტური გამოძიება დაადასტურებს, რომ ავტობუსების შეძენის დროსაც უკანონოდ მიითვისეს (მოიპარეს) ეს თანხა, მაშინ თუ იცით, რამდენი გამოდის მაგალითად, ახალი მეტროს ვაგონების შესაძენად ჩინურ კორპორაციასთან CRRC (შპს „ჯი თი გრუპი“-ის შუამავლობით) გაფორმებული კონტრაქტის ღირებულების: 392,849,999 ლარის 28% ეს თითქმის 110,000,000 ლარია. აქაც დამკვეთი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა“. ჰოდა ესეც გამოსაძიებელი ხომ, არაა?!“, – წერს იურისტი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები