გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭყვიშში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭყვიშში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად პატივი მიაგო პოეტის ხსოვნას და გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა გალაკტიონ ტაბიძის უდიდეს როლზე ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში, მის განსაკუთრებულ ადგილსა და მნიშვნელობაზე ეროვნული იდენტობისა და ქართული სიტყვის ისტორიაში.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭყვიშში პოეტის ძეგლს გვირგვინით ამკობს

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვანის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქუთაისის მუსიკალური სტუდია „მზის თეატრი“. ვანის კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებისა და მართვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მე დედამიწას დუელში ვიწვევ!“ ასევე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „გალაკტიონი – 135“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობდნენ ზუგდიდის, სენაკის, ცხინვალის სახელმწიფო თეატრებისა და თეატრ „მოდინახეს“ მსახიობები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელები.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები