15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ნათლულებს 710 ბავშვი შეემატა.
საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III, რომელმაც თავისი ნათლულები დალოცა.
პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღე მიულოცა ახალნათელღებულთა მშობლებს, ნათლიებსა და სრულიად საქართველოს, ისაუბრა ნათლობის საიდუმლოსა და ადამიანის ცხონებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ, რის შემდეგაც თავისი ნათლულები კიდევ ერთხელ დალოცა.
ბოლოს ახალნათელღებულებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები დაურიგდათ.

