ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, საქართველოს პარლამენტის წევრ სამველ მანუკიანთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერ მელქონ მაკარიანთან ერთად, ახალქალაქის კულტურის სახლში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაზე სერგი მუშკუდიანმა და ეკატერინე ხუციშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ უმნიშვნელოვანეს როლს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები — თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მაკა ბერიძე, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები