აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 27 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია. მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი გულწრფელი სიტყვები სამძიმრის წიგნში ჩაწერა.
შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ელჩს ესაუბრა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებსა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივს მიაგებენ და პატივისცემით გაიხსენებენ.
სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა მისი უწმინდესობის ილია II-ის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში.
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





