Monday, November 25, 2024
5.8 C
Tbilisi

საქართველოს პარლამენტი – აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის სასახლეზე თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამჟამად, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს 14:00 საათამდე, შემდეგ კი ყვითელი დონე ამოქმედდება.

„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. წითელი დონე 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ გაუქმდება და ამოქმედდება ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები