Monday, May 20, 2024
10.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  თეიმურაზ მჭედლიძე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და  შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

მოსაწესრიგებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტ-ბეტონის გზის  პირველი ეტაპით გათვალისწინებული მონაკვეთი დაიგო.

სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და ასფალტ-ბეტონის საფარი გზის 1 836 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  1 049  164 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს  „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები