Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელება. კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები