Thursday, November 28, 2024
5.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება, ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ.

„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ჩუმად აფინანსებს, რომელიც საქართველოში პარტიებს ჩუმად აფინანსებს და ზუსტად მათ ინტერესშია, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული. ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად. ამიტომ, ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების. რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ.

იქ ისიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ბევრი რამ წერია. საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება. ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე დეპუტატის ბწკენა. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი. ივნისშია არჩევნები, ასე რომ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რათა ქართველ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხან, აქ მეტი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე ქართველი ხალხის დაშინების მცდელობაა.

„ამიტომ არის, რომ 29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ევროპარლამენტში ამ დეპუტატებს აჩვენონ, რომ ქართველი ხალხი არავის დაუშინებია და მით უმეტეს, ეს რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში ვერ დააშინებს ქართველ ხალხს. როგორ უნდა რუსის ძახილი ქართველი ხალხის მიმართ, 29 აპრილს ამ ხმას გაიგებენ ქართული ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მერე დავინახავთ, რა ხასიათზე დადგებიან. ერთი მუჭა „ენჯეო“ და ერთი მუჭა ოპოზიციონერი რუსებს რომ გვეძახის ქართველ ხალხს, ეს ხალხი გამოვა – სტუდენტიც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ექიმიც, ინჟინერიც, მოხუციც, ახალგაზრდაც, ქალიც, კაციც. მთელი საქართველო იქ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები