Monday, May 20, 2024
17.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიებისა და ფრაქციის ერთობლივი სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიებისა და ფრაქციის ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა და ფრაქციამ იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
  2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
  4. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #37-ში (შენობის პირველ და მეორე სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 124 კვ.მ და 273 კვ.მ. ფართების (საკადასტრო კოდი: 65.12.33.289) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით „რადიო-ტვ ფარვანას“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის გ-123.123231701 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ დიდ ხანჩალში (კლუბის შენობის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 24 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდი: 65.14.36.167) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით სს „ლიბერთი ბანკის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები