„რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას.
არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით.
ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმლური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა.
საქართველოს, ამ მომენტისთვის, ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერს, ამ წევრი ქვეყნებიდან, შეუძლია მოახდინოს პროცედურის ინიცირება“- წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე „ფეისბუქში“.