Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

BBC – ამერიკამ საიდუმლოდ მიაწოდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები

GUARDIANGE – უკრაინამ დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, რომელიც მას შეერთებულმა შტატებმა საიდუმლოდ მიაწოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, იტყობინება BBC  ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

იარაღი იმ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და კიევში აპრილში ჩავიდა. ისინი უკვე სულ მცირე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად, იუწყება ამერიკული მედია.

როგორც BBC  იუწყება, მანამდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) საშუალო დისტანციის ვერსია მიაწოდა, მაგრამ არ გამოხატავდა რაიმე უფრო ძლიერი რაკეტების გაგზავნის სურვილს, თუმცა, როგორც ამბობენ, ბაიდენმა თებერვალში ფარულად აუნთო მწვანე შუქი გრძელ მანძილზე მოქმედი სისტემის გაგზავნას, რომელსაც რაკეტების 300 კილომეტრის მანძილზე გასროლა შეუძლია.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა გრძელ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა და დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ეს თავიდანვე არ გამოაცხადა, რათა მათი მოთხოვნით უკრაინის ოპერაციული უსაფრთხოება შენარჩუნებულიყო“.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი იარაღია უკვე უკრაინაში გაგზავნილი, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გეგმავს კიდევ უფრო მეტის გაგზავნას. „ისინი ცვლილებებს მოახდენენ, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი ამ პოდიუმზე… ვერცხლის ტყვია არ არსებობს“, – თქვა მან.

უფრო დიდ მანძილზე მიმავალი რაკეტები პირველად გასულ კვირას გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი ამერიკელი ანონიმური ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით.

New York Times-ის თანახმად, ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ჯარებზე თავდასხმისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონს ხელი 24 აპრილს მოაწერა. მან თქვა, რომ დამხარება დაუყოვნებლივ იქნება გაგზავნილი.

„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ეს ამერიკას და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის.  იგი ორპარტიული მხრადაჭერით – 79-18-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მასში შედის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომლის მიწოდებაც პენტაგონის თქმით, ომით განადგურებული ქვეყნისთვის შეიძლება „რამდენიმე დღეში“ დაიწყოს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები