Wednesday, May 8, 2024
18.8 C
Tbilisi

ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონს ხელი მოაწერა. მან თქვა, რომ დამხარება დაუყოვნებლივ იქნება გაგზავნილი.

„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ეს ამერიკას და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის.  იგი ორპარტიული მხრადაჭერით – 79-18-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მასში შედის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომლის მიწოდებაც პენტაგონის თქმით, ომით განადგურებული ქვეყნისთვის შეიძლება „რამდენიმე დღეში“ დაიწყოს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები