ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში ხელოვნური წყალსაცავი ეწყობა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში ხელოვნური წყალსაცავის  მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სეზონური მცენარეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის  ხელშეწყობას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ  მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 136 000  ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები