სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან სამველ მანუკიანთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან მელქონ მაკარიანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მერიის სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობაზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.
მხარეებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რაც ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

